ბუნება.. წაიკითხეთ ყურადღებით!


                             ბუნება
მცენარეები და ცხოველები ცოცხალი სხეულები, ანუ ორგანიზმებია. ისინი იკვებებიან, იზრდებიან, სუნთქავენ, მოძრაობენ. კვება აუცილებელია ორგანიზმების არსებობისა და ზრდა-განვითარებისათვის. ზრდა-განვითარების შედეგად შეიძლება შეიცვალოს მცენარეებისა და ცხოველების ფორმა, ზომა, შეფერილობა, საფარველი და სხვა ნიშან-თვისებები. მოძრაობა ეხმარება ცხოველებს საკვების მოპოვებაში, თავის დაცვაში, საბინადროს მოწყობაში. ცხოველები გადაადგილდებიან სხვადასხვა სახის კიდურების საშუალებით (მათ შორის ხმელეთზე სამოძრაო კიდურები, ფარფლები, ფრთები). მცენარეებიც მოძრაობენ, მაგალითად, ყვავილი იშლება და იხურება, ფოთოლი იხრება მზისკენ. ოთახის მცენარეები და შინაური ცხოველები საჭიროებენ ადამიანის მზრუნველობას.




Comments

Popular posts from this blog

ქართული მომდევნო სამშაბათისთვის-15 ოქტომბერი