ხელოვნება


სახვითი ხელოვნების დარგების (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და სხვ.) და მათი ჟანრების (პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი და სხვ.), ასევე არქიტექტურული ძეგლების გაცნობა; მსოფლიო ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშების ჩვენება.

ნატურმორტი — სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ერთიან გარემოში ჯგუფურად ორგანიზებულ საგნებს. უსულო საგნების გარდა ნატურმორტზე ასახულია ბუნებრივი გარემოსაგან მოწყვეტილი ცოცხალი ბუნების ობიექტები — თევზიყვავილებიმწერებიჩიტებიცხოველები. ადამიანები მხოლოდ ავსებენ ძირითად მოტივს და კომპოზიციაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ. ნატურმორტში მხატვარი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საგნების სტრუქტურას, მოცულობას, მათი ზედაპირის ფაქტურას. ნატურმორტის ძირითადი ნიშანია დეკორატიულობა, ნატურის გადმოცემის ილუზიური სიზუსტე. ნატურმორტის ისტორიულ განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა სოციალურ გარემოს ენიჭება. სხვადასხვა ეპოქაში ნატურმორტი სხვადასხვანაირია, იცვლება მისი როგორც ფორმა, ასევე შინაარსი.












წარმოადგინე შენ მიერ შესრულებული ნატურმორტი.


Comments

Popular posts from this blog

ქართული მომდევნო სამშაბათისთვის-15 ოქტომბერი

მოსწავლეთა რეგისტრაცია!