მუსიკა
მოგესალმებით,ჩემო პატარებო!
ძალიან მენატრებით! გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენ და
თქვენს ახლობლებს!
ახლა კი დავალება:
თქვენ უნდა უყუროთ აუცილებლად მუსიკის ტელეგაკვეთილებს,რომლებიც გადის ტელევიზიით პირველ
საგანმანათლებლო არხზე 9.40-ზე.
დღევანდელ გაკვეთილში საუბარი იყო ნოტებზე,გამა დო მაჟორზე,რომელიც
ჩვენ უკვე ვისწავლეთ,მაგრამ გამეორება ცოდნის დედაა და მოდით,ჩვენც გავიმეოროთ.
ყურადღებით
უყურეთ გაკვეთილს, გაიმეორეთ ნოტების სიმღერა ხელების მოძრაობის დამატებით. ჩემი აზრით,ძალიან
სახალისოა. გაიმეორეთ თქვენც და იხალისეთ.
გაკვეთილში
თქვენ მოისმენთ სიმღერას კინოფილმიდან ,,მუსიკის ჰანგები“.მე შემოგთავაზებთ ქართულ
ტექსტს და მინდა,რომ სიმღერას აჰყვეთ აუცილებლად.
დო-ერთია,დო-პირველია,რე- ნოტია მეორე;
მი-ამით
ვთქვათ სალამი,ფა-შენც გაიმეორე;
სოლ-ჩვენ
ვსწავლობთ გზა და გზა,ლა-სიმღერით გავა
დრო;
სი-ასრულებს
გამას და მერე ისევ მოდის -დო.
სიმღერა რომ იცოდეთ,ნოტებს
უნდა იცნობდეთ!
ვისაც წიგნები გაქვთ, გვ.63-ზე დახატულია ვიოლინოს გასაღები
და გააფერადეთ ლამაზი ფერებით.
მე ჩაგიგდებთ ლინკებს ამ სიმღერების ვიდეოების და უყურეთ
და იმღერეთ.
გკოცნით,მომავალ შეხვედრამდე https://www.youtube.com/watch?v=drnBMAEA3AM
Comments
Post a Comment