ქართული

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ან მესენჯერის საშუალებით.


ბლოგზე დაიდება მთელი კვირის განმავლობაში შესასრულებელი დავალებები.   თუ რაიმე მაინც გაგიჭირდათ, შემეხმიანეთ ან მოინიშნეთ და როცა შევხვდებით ერთმანეთს, განვიხილოთ. 

 შეგახსენებთ, რომ ეს დავალებები მომდევნო კვირის ორშაბათამდე გაქვთ შესასრულებელი.  





ქართული


1)  იგავ-არაკი —მცირე ზომის დიდაქტიკური ხასიათის ნაწარმოები . მისი გმირები არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები .
იგავი ერთ–ერთი უძველესი ჟანრია. ის აღმოცენდა აღმოსავლეთში, სადაც გამოცანებით ლაპარაკი უყვარდათ. 
მთელ მსოფლიოში ცნობილია ძველი ბერძენი მეიგავის – ეზოპეს – იგავები. იგავურ მეტყველებას, ანუ შეფარვით თქმას, ზოგჯერ ეზოპეს ენასაც კი უწოდებდნენ. 
ცნობილი ქართველი მეიგავე იყო  სულხან-საბა ორბელიანი. 
სულხან-საბამ დაწერა იგავ-არაკების კრებული „სიბრძნე-სიცრუისა“.

2) მოსწავლის წიგნი(მეორე ნაწილი)

,,ბუზი და ეტლი" 

- წაიკითხეთ ყურადღებით, ისწავლეთ მოკლე შინაარსი. (ყურადღება მიაქციეთ ახალ ლექსიკურ ერთეულებს და დაიმახსოვრეთ).


დავალება: 

ტექსტის ქვემოთ მოცემული სავარჯიშოებიდან შეასრულეთ

სავარჯიშო:  6,7,8....    (დანარჩენი სავარჯიშოები შეასრულეთ ზეპირად).



3) წაიკითხეთ ყურადღებით, მოამზადეთ კარგი კითხვით და თხრობით

,, ღარიბი და ქილა ერბო"

დავალება:

სავარჯიშო: 7,8,9..    ( დანარჩენი სავარჯიშოები შეასრულეთ ზეპირად).




დღეს დღის ბოლომდე სხვა საგნებსაც დავამატებ.






Comments

Popular posts from this blog

ქართული მომდევნო სამშაბათისთვის-15 ოქტომბერი

მოსწავლეთა რეგისტრაცია!