ცხვირაწეული თხა
ცხვირაწეული თხა ერთი ცხვირაწეული თხა მინდორში ბალახს ძოვდა. უცებ მეზობელი თხის კიკინი მოესმა, ისიც ხმას მიჰყვა და რას ხედავს, თხრილში ყველაზე მოხერხებული თხა ჩავარდნილიყო. იცინოდა და იცინოდა, იცინოდა და იცინოდა, ბოლოს ცხვირაწეულმა თხამ სული მოითქვა და მეზობელს ჩასძახა: რა სასაცილოა, შენი ამ ორმოში ჩავარდნა, შენ ხომ ყველაზე მოხერხებული და ჭკვიანი თხა ხარ, ეს როგორ დაგემართაო?! კმაყოფილმა თხამ,როგორც ჩვეოდა, ცხვირი აწია. ,, განა ვალდებული ვარ დავეხმარო“. ეს თქვა თუ არა, გზა მშვიდად განაგრძო, მაგრამ ცხვირი ისე მაღლა ჰქონდა აწეული თხრილი ვერ შეამჩნია და შიგ აღმოჩნდა. მორალი(შეგონება) :ნუ დასცინი სხვასაო, გადახდება თავსაო.’’ დასაწერი: იმსჯელეთ, ადამიანის რომელი თვისებაა გაკიცხული, თქვენ როგორ მოიქცეოდით ?..